მიუნხენის ბაიერნი, ლევერკუზენის ბაიერი
Aa
Aa

ბაიერნის რეკორდი გაიმეორა - ლევერკუზენი ისტორიის წერას აგრძელებს

ბუნდესლიგის მორიგ ტურში ლევერკუზენის „ბაიერი“ „ჰაიდენჰაიმს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ჩაბი ალონსოს გუნდმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა და ჩემპიონობისკენ გზას აგრძელებს.

ეს გამარჯვება, „ბაიერისთვის“ ისტორიული აღმოჩნდა. ლევერკუზენი ყველა ტურნირზე ერთად უკვე 32 მატჩია დაუმარცხებელია და ეს რეკორდის გამეორებაა. გერმანულ გუნდებს შორის მსგავსი შედეგი მხოლოდ „ბაიერნმა“ დააფიქსირა.

ჩაბი ალონსოს შეგირდებმა ყველა ტურნირზე ერთად დღემდე 32 მატჩი გამართეს, 28 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს.

ლევერკუზენმა 32 მატჩიდან 22 ბუნდესლიგაში გამართეს, საიდანაც 18 მოიგეს და 4 ფრედ დაასრულეს. „ბაიერს“ შესანიშნავი შანსი აქვს, რომ ბუნდესლიგის შემდეგ ტურში, სადაც „მაინცს“ უმასპინძლებს, ყველა დროის საუკეთესო რეკორდი დააფიქსიროს(გერმანულ გუნდებში).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - ლუქსემბურგს საქართველოსთან კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა
კარგი ამბავი - ლუქსემბურგს საქართველოსთან კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა