UFC, მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„მე რუსულად არ ვსაუბრობ, ესპანურად ილაპარაკე!“ - Face to Face შედგა

დღეს გამთენიისას UFC 298-ის საღამოს წინ, ტრადიციული Face to Face გაიმართა. მებრძოლებმა წონები გუშინ ოფიციალურად დააფიქსირეს და ჩააბარეს, ამჟამად კი შოუსთვის წარმოდგენის სახით ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ და რამდენიმე ფრაზა გაცვალეს.

მერაბ დვალიშვილის გამოჩენის დროს დარბაზი ოვაციებმა მოიცვა, ჰენრი სეხუდოს კი უსტვენდნენ.

მექსიკელმა, რომელიც აშშ-ის სახელით გამოდის, მერაბს ამჯერადაც გამომწვევად რუსულ ენაზე მიმართა, დვალიშვილმა კი პასუხი არ დაუგვიანა:

„მე რუსულად არ ვსაუბრობ, ესპანურად ილაპარაკე!“

შეგახსენებთ, რომ საღამოს მთავარი ბრძოლები 18 თებერვალს დილის 07:00 საათიდან დაიწყება. დვალიშვილის ბრძოლის შემდეგ მალევე, ოქტაგონზე ილია თოფურია საჩემპიონო ქამრისთვის ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენით იატაკს მოვწმენდ - თოფურიამ ვოლკანოვსკის ქამარი წაართვა
შენით იატაკს მოვწმენდ - თოფურიამ ვოლკანოვსკის ქამარი წაართვა