ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

შენით იატაკს მოვწმენდ - თოფურიამ ვოლკანოვსკის ქამარი წაართვა

UFC 298-ზე, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლამდე ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი მედიის წინაშე წარდგნენ. საინტერესო საუბარი გამოვიდა.

„ამ ბრძოლის შემდეგ ყველანი ჩემსკენ იქნებით’’ - აღნიშნა თოფურიამ და შემდეგ ვოლკანოვსკის მიმართა: „შენით იატაკს მოვწმენდ, გაგანადგურებ, ბრძოლას პირველივე რაუნდში დავასრულებ’’.

თოფურიას ვოლკანოვსკიმ უპასუხა: „შენ ასეთი ხარ: „მინდა კონორ მაკგრეგორი ვიყო’’. გაჩვენებ, რატომაც ვდომინირებდი დივიზიონში’’.

პრესკონფერენციაზე საინტერესო რამ მოხდა, თოფურია ადგა და ვოლკანოვსკის ქამარი აიღო.

ილია მიმართავს ვოლკანოვსკის: „დღეს აქ მოხუცივით ჩაცმული მოხვედი, რადგან იცი რა მოხდება, პენსიაზე გადიხარ’’.

„ბრწყინვალე ლექციას ჩაგიტარებ’’ - უპასუხა ვოლკანოვსკიმ.

თოფურია: „ამ შეხვედრის შემდეგ MMA-ს სრულიად შევცვლი, ამ სპორტის განვითარებასა და ამ სპორტის ევოლუციას წარმოვადგენ’’.

როცა ილია და ვოლკანოვსკი პირისპირ დადგნენ, ილიამ ვოლკანოვსკის უთხრა: „პატივს გცემ, როგორც პიროვნებას და როგორც პროფესიონალს, მაგრამ მე ჩემი ოცნებებისთვის ვიბრძვი''.

View this post on Instagram

A post shared by Dana White (@danawhite)

შეგახსენებთ, UFC-ის ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 17 თებერვალს, საქართველოს დროით კი 18 თებერვალს, 07:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები