მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„მის ტემპთან გასამკლავებლად უამრავი ხელსაწყო მაქვს“ | სეხუდო მერაბთან ჩხუბზე

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ ლეგენდარულ მებრძოლს, მაიკლ ბისპინგს ინტერვიუ მისცა. „ტრიპელ სიმ“ მერაბ დვალიშვილთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „მანქანის“ დაფინიშებას აპირებს.

„საუკეთესო მოსამზადებელი კემპი მქონდა და ერთი სული მაქვს, როდის ვიჩხუბებ. თუ მერაბმა დისტანციის შემცირება სცადა და ჩემთან ახლოს აღმოჩნდა, თეიქდაუნს შევასრულებ და პარტერში გადავიყვან. იგი მეტოქეებს საოცარ ტემპს სთავაზობს, მაგრამ მის ტემპთან გასამკლავებლად უამრავი იარაღი მაქვს, რასაც ჩემი ჭიდაობა ემატება. დიახ, ალჯომ პარტერში გადამიყვანა, მაგრამ შეცდომებზე ვისწავლე. მერაბის უდიდესი უპირატესობა საკუთარი ლიმიტების კარგად ცოდნაა. დვალიშვილმა იცის, მაღალი ტემპი როგორ შეინარჩუნოს. მეტოქეებს სწორედ ამიტომ ვერ ანოკაუტებს და მთელ ენერგიას იმისთვის იყენებს, რომ მოწინააღმდეგე დაღალოს.

სტერლინგთან ჩხუბამდე, წონის კლებას დიდი ენერგია შევალიე. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. წონის კლება შესანიშნავად მიდის და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მერაბი ქამრის ნომერ პირველი პრეტენდენტია, მე მეორე ვარ. ვფიქრობ, ჩიტო (მარლონ ვერა) შონ ომალის დაამარცხებს და მომდევნო ბრძოლას მასთან გავმართავ.

როგორ მოვუგებ მერაბს? მგონია, რომ დავაფინიშებ, თუმცა სამი რაუნდისთვისაც მზად ვარ. მოსამზადებელი კემპისას აქცენტი ჭიდაობაზე გავაკეთე და საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. რა მოხდება თუ წავაგე? ყველაფერი ან არაფერი. თუ დავმარცხდი, კარიერას დავასრულებ. უფრო სწორად, თუ სატიტულო ბრძოლის მიღების შანსი არ გამომიჩნდა, MMA-დან წავალ. მერაბი არაფერ შუაშია, ჩემი მიზანი ტიტულია“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ორთაბრძოლა UFC 298-ზე, თბილისის დროით 18 თებერვალს, 07:00 საათიდან აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლას ილია თოფურია ჩაატარებს, რომლის მეტოქეც ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემს თავს მაგონებს“ | რას ამბობდა ხავიერ ძანეტი თელავის ახალწვეულზე
„ჩემს თავს მაგონებს“ | რას ამბობდა ხავიერ ძანეტი თელავის ახალწვეულზე