ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელმა ბარსას საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა | წერს Mundo Deportivo

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს რთული პერიოდი უდგას. „ლევერკუზენთან“ წაგებული მატჩის შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელები მის გაშვებაზე დაფიქრდნენ და სამი კანდიდატიც ჰყავთ შერჩეული.

ესპანური სააგენტოს, Mundo Deportivo-ს თქმით, ტუხელის მომავალი ბურუსითაა მოცული და მისმა წარმომადგენლებმა თავიანთი კლიენტის კანდიდატურა „ბარსელონას“ შესთავაზეს. „ბლაუგრანა“ მთავარ მწვრთნელს ეძებს, რომელსაც ჩავის წასვლის შემდეგ დანიშნავს და კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ტუხელის კანდიდატურა ძალიან მოსწონს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ტუხელი მოვლენების ყველა განვითარებისთვის ემზადება და სურს, მაღალი დონის გუნდი ჩაიბაროს. „ბარსელონა“ მისი სიის სათავეშია და როგორც ესპანური გამოცემა აცხადებს, თანამშრომლობის დაწყების შანსი ძალიან მაღალია.

ტუხელის შემცვლელებს რაც შეეხებათ, „რეკორდმაისტერმა“ 3 კანდიდატი შეარჩია და მათი ყურადღების ცენტრში ოლივერ გლასნერი, ჰანსი ფლიკი და იოახიმ ლიოვი იმყოფებიან. მიუნხენელებს კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა | ბოლო ინფორმაცია ქართველ შემტევზე
მიქაუტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა | ბოლო ინფორმაცია ქართველ შემტევზე