გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა | ბოლო ინფორმაცია ქართველ შემტევზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „მარსელს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ქართველი თავდამსხმელი 75-ე წუთზე ბენჟამინ ტეტემ ჩაანაცვლა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „მეცის“ თავკაცმა, ლასლო ბოლონიმ მიქაუტაძეზე ისაუბრა და განაცხადა: „დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა მეორე ტაიმში მოედანზე გასულიყო. იმედი მაქვს, რენტგენი ნეკნის მოტეხილობას არ გამოავლენს“. ქართველ თავდამსხმელს ნეკნის არეში პირველი ტაიმის მიწურულს ჩაარტყეს და ფრანგულმა გამოცემამ, Le Républicain Lorrain-მა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

Le Républicain Lorrain-ის მიხედვით, სერიოზული არაფერია და გიორგის იძულებითი პაუზის აღება არ მოუწევს. მან გუნდთან ერთად ჩვეულებრივად ივარჯიშა და მომდევნო შეხვედრაში, რომელსაც „მეცი“ „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავს, მოედანზე იქნება.

აქვე გეტყვით, რომ 21 ტურის შემდეგ, „მეცს“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციას იკავებს. ლასლო ბოლონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს გამართავს და „მონპელიესთან“ მატჩი თბილისის დროით, 18:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის საგოლე პასი - უოტფორდის ცუდი სერია და მარცხი კონკურენტთან
ჩაკვეტაძის საგოლე პასი - უოტფორდის ცუდი სერია და მარცხი კონკურენტთან