სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

სანდრო ბაზაძემ თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თბილისის მსოფლიო თასზე ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნახევარფინალში ბაზაძე ირანელ ალი პაკდამანთან 13:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ტურნირის გამარჯვებული სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ სილაგი გახდა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ მასპინძლისთვის დაშვებული მონაწილეთა ლიმიტი მაქსიმალურად გამოიყენა. სანდრო ბაზაძის გარდა კიდევ 15 ქართველი მოფარიკავე გამოვიდა აღნიშნულ ტურნირზე: ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გოგა კაკაურიძე, ნიკოლოზ ჭეიშვილი, ლაშა კუჭუხიძე, მიხეილ ალფაიძე, ლუკა ლომინაძე, დავით თავართქილაძე, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე ხორხომელიძე, ალექსანდრე სხილაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, დავით ჯიმშელეიშვილი, თემო ალისტრახოვი და მერაბ ლეჟავა გამოვიდა.

მიმდინარე წელს სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მეორედ მოიპოვა, გასულ თვეში მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფმა ქართველმა მოფარიკავემ ტუნისის გრან-პრის ნახევარფინალი მასპინძელ ფარეს ფენჯანისთან დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები