ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფაბრიციო რომანოც ადასტურებს - ფლიკი ბარსელონას ჩაბარებაზე თანახმაა

ჩავის საჯარო განცხადების შემდეგ, „ბარსელონა“ ახალი მწვრთნელის ძიებაშია. კლუბს რამდენიმე ვარიანტი უკვე შერჩეული აქვს, თუმცა სიაში არსებობს ფავორიტი და ეს ჰანსი ფლიკია.

ესპანურმა და გერმანულმა გამოცემებმა უკვე დაწერეს, რომ ფლიკმა ესპანური ენის შესწავლა დაიწყო, რაც უმიზეზოდ არ მოხდებოდა.

ამჯერად, ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ფლიკი „ბარსელონას“ ჩაბარებაზე თანახმაა. უკვე ბევრი სარწმუნო წყარო ერთსა და იმავე ინფორმაციას ავრცელებს და როგორც ჩანს, საქმე მართლაც სერიოზულად არის.

გერმანული BILD-ის ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი შედგა და გერმანელ სპეციალისტს კლუბის სპორტული დირექტორი, დეკუ დაუკავშირდა. „ბლაუგრანას“ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ფლიკის დანიშვნის პერსპექტივა ხიბლავს და თვლის, რომ ის გუნდს პროგრესის მიღწევაში დაეხმარება.

ლაპორტას ფლიკის დანიშვნა 2 წლის წინაც სურდა, მას ესაუბრა კიდეც, თუმცა გერმანიის ნაკრებმა კატალონიელებს იმ მომენტში აჯობა და საბოლოოდ, „ბარსამ“ არჩევანი ჩავიზე შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის შემდეგ ვუთხარი წაეთრიე-მეთქი“ | დე ლაურენტისმა რუდი გარსიაზე ისაუბრა
„მატჩის შემდეგ ვუთხარი წაეთრიე-მეთქი“ | დე ლაურენტისმა რუდი გარსიაზე ისაუბრა