ჩავი ერნანდესი, მიკელ არტეტა
Aa
Aa

„ბარსელონაში მივდივარ? არ ვიცი, საიდან მოგაქვთ ასეთი ამბები“ - არტეტა ჟურნალისტებს გაუბრაზდა

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა „ბარსელონაში“ დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

რას ამბობს არტეტა:

ეს ინფორმაცია აბსოლუტური სიყალბეა. არ ვიცი, საიდან მოდის ეს ჭორები. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არაა და ძალიან მაწუხებს, როცა ასეთ რაღაცებს მაბრალებენ. ვერ ვიჯერებ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც ასეთ რაღაცებს წერთ. სწორ ადგილას ვარ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამ კლუბთან ერთად დაწყებული მოგზაურობით ვტკბები და წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ხელმძღვანელობასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიკელ არტეტამ კატალონიურ გუნდთან წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა და სეზონის დასრულების შემდეგ, „მეთოფეების“ ხელმძღვანელებს გუნდიდან გაშვება მოსთხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები