ბარსელონა, ლაპორტა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

კომუნიკაცია შედგა - ლაპორტას ბარსას მწვრთნელად ფლიკი სურს

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ დატოვებს. ჟოან ლაპორტას კი ახლა ახალი საფიქრალი აქვს. პრეზიდენტმა ისეთი მწვრთნელი უნდა დანიშნოს, რომელიც „ბლაუგრანას“ ამ კრიზისიდან ამოიყვანს.

სპორტულ მედიაში ბარსას არაერთი მწვრთნელი დაუკავშირეს, მათ შორის ჰანსი ფლიკი, რომელიც ახლა უმუშევარია.

Bild იუწყება, რომ ლაპორტა ბუნდეს ნაკრების ყოფილ დამრიგებელს უკვე ესაუბრება და მის დაყოლიებას ცდილობს. წყაროს ცნობით, თავის მხრივ ფლიკი წინააღმდეგი არ არის, მაგრამ გარკვეული გარანტიები სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ლაპორტას ფლიკის დანიშვნა 2021 წელსაც სურდა და ჰანსთან ვიდეო ზარიც კი ჰქონდა, თუმცა გერმანელმა მწვრთნელმა უარი განაცხადა და სამუშაო ჩავის დარჩა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, „ბარსელონა“ კატასტროფულ მდგომარეობაშია. კოპა დელ რეიდან „ბილბაოსთან“ გავარდა, ესპანეთის სუპერ თასი „რეალთან“ წააგო, ხოლო ლა ლიგაში „სამეფო კლუბს“ 10 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის რომ არა, ყველაფერი უფრო ადრე გადაწყდებოდა“ - ესპანური მედია მამარდას თამაშზე
„ის რომ არა, ყველაფერი უფრო ადრე გადაწყდებოდა“ - ესპანური მედია მამარდას თამაშზე