დანილ მედვედევი, ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

მედვედევმა 0:2-დან დაატრიალა | ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები ცნობილია

იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დანილ მედვედევს დაუპირისპირდება. რუსი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევს შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი სეტი წააგო, მაინც იმარჯვა - 5:7, 3:6, 7:6(4), 7:6(5), 6:3.

მედვედევი დიდი სლემის ტურნირების ფინალში მეექვსედ გავიდა (3-3-ჯერ US Open და Australian Open). მას სინერთან კარიერაში 9 შეხვედრა აქვს გამართული და იტალიელს 6-ჯერ სძლია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 მატჩი წააგო.

„პირველ სეტში ორივემ კარგად ვითამაშეთ. მეორე სეტში, მე უკეთ გამოვიყურებოდი, მაგრამ ზვერევმა მოუმატა, ორი ბრეიკი შეასრულა და 6:3 მოიგო, მე კი მის ჩაწოდებაზე შანსი არ მქონია და დაკარგული ვიყავი. მესამე სეტში ჩემს თავს ვუთხარი, რომ წაგების შემთხვევაში, საკუთარი თავით მაინც ვიამაყებდი და გადავწყვიტე, ბოლომდე მებრძოლა. ასეთი რთული ტურნირი არასდროს მქონია და შედეგით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა მატჩის შემდეგ მედვედევმა.

ცნობისთვის, სინერმა ნახევარფინალში ფენომენალურად იასპარეზა და ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია. იტალიელმა ოთხ სეტში, 6:1, 6:2, 6:7 (6), 6:3 იმარჯვა.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაკაბაძე იტალიაში? - კრაკოვიას მისი გაშვება არ სურს
კაკაბაძე იტალიაში? - კრაკოვიას მისი გაშვება არ სურს