ტომას ტუხელი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

ბაიერნი ტუხელს ზაფხულამდე არ დაითხოვს - შემდეგ ალონსოს უმიზნებენ

მიუნხენის „ბაიერნი“ ტომას ტუხელის გათავისუფლებას შუა სეზონში არ გეგმავს. კლუბი მწვრთნელს მუშაობის დასრულების საშუალებას ბოლომდე მისცემს.

მიუნხენში ტუხელის გუნდის თამაშითა და შედეგებით უკმაყოფილონი არიან და ახალ მწვრთნელს უკვე ეძებენ, ასეთად კი ჩაბი ალონსო ესახებათ, რომლის „ლევერკუზენი“ მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს.

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნის“ ზოგიერთი ფეხბურთელი ტუხელთან ურთიერთობით უკმაყოფილოა, მაგრამ მას, როგორც სპეციალისტს მაინც ენდობიან.

გერმანელი ჟურნალისტი კერი ჰაუ წერს, რომ „რეკორდმაისტერი“ სამომავლოდ ჩაბი ალონსოს ვარიანტს განიხილავს, თუმცა ჯერ მის წარმომადგენლებთან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ამავდროულად ესპანელ სპეციალისტს მადრიდის „რეალიც“ უმიზნებს.

ჯერჯერობით, ტომას ტუხელს სეზონის გადასარჩენად ყველანაირი შესაძლებლობა აქვს და მისი დათხოვნა გადაწყვეტილი ამბავი არ არის. ყველაფერი სეზონის ბოლოს დაზუსტდება.

ბუნდესლიგაში 18 ტურის შემდეგ „ბაიერნი“ სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ლევერკუზენს“ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
El Nacional: კიმიხსა და კვარას ბარსაში გადასვლა ჩავის გამო არ სურთ
El Nacional: კიმიხსა და კვარას ბარსაში გადასვლა ჩავის გამო არ სურთ