ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ჯუჯა ხარ“ | იაირ როდრიგესის პასუხი ილია თოფურიას

UFC-ის მებრძოლებს, ილია თოფურიასა და იაირ როდრიგესს შორის სიტყვების ომი გრძელდება. „ელ მატადორის“ მიერ, ABC-ისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, „ელ პანტერამ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ილიას ჯუჯა უწოდა.

„გადახედე მებრძოლებს, რომლებსაც ეჩხუბე და შემდეგ ჩემი ყოფილი მეტოქეები გაიხსენე. ჯუჯა ხარ ფილმ ბეჭდების მბრძანებლიდან და იმარჯვებ იმიტომ, რომ შენი მოწინააღმდეგეები არაფერს წარმოადგენენ და არავინ არიან, როცა მე საუკეთესო მებრძოლებს ვხვდები. არაა პრობლემა, შეგვიძლია, ერთ დღეს ვიჩხუბოთ“.

ცნობისთვის, ABC-სთან ინტერვიუში, ილიამ განაცხადა, რომ „ელ პანტერასგან“ განსხვავებით, მას ოქტაგონზე ჩვარივით არ ათრევენ. თოფურიას თქმით, მან სატიტულო ბრძოლა ბევრი ლაპარაკის გამო კი არა, ზედიზედ მოგებული ბრძოლებით დაიმსახურა და დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, როდრიგესსაც დაამარცხებს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) გამართავს და მისი და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჩხუბი UFC 298-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბსაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთადერთი და განუმეორებელი“ - სიტიმ ქინქლაძის გოლი გაიხსენა
„ერთადერთი და განუმეორებელი“ - სიტიმ ქინქლაძის გოლი გაიხსენა