შოთა არველაძე
Aa
Aa

მარცხი ანკარაგიუჯუსთან - არველაძის გუნდი გასავარდნ ზონაში დაქვეითდა

თურქეთის სუპერ ლიგის მორიგ ტურში „კარაგუმრუკი“ „ანკარაგიუჯუს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

წაგების მიუხედავად, შოთა არველაძის გუნდს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა და მომენტებიც მეტოქეზე მეტი ჰქონდა.

ანგარიში 24-ე წუთზე გიუნერენმა გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა. მეორე ნახევარში სტუმრები ბევრს ცდილობდნენ, თუმცა წონასწორობა ვერ აღადგინეს. 61-ე წუთზე მაქედამ სხვაობა ორამდე გაზარდა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.

ამ წაგების შემდეგ, ქართველი სპეციალისტის გუნდის ვითარება დამძიმდა. „კარაგუმრუკს“ 21 ქულა დარჩა და გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზე დაქვეითდა.

ცნობისთვის, შემდეგ ტურში შოთა არველაძის გუნდი „რიზესპორს“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 28 იანვარით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
UFC-ის მებრძოლი: „ილია ვოლკს დაამარცხებს, ალექსი ძალიან სწრაფად ბრუნდება“
UFC-ის მებრძოლი: „ილია ვოლკს დაამარცხებს, ალექსი ძალიან სწრაფად ბრუნდება“