ნაპოლი, ასტონ ვილა
Aa
Aa

The Athletic: ნაპოლი დენდონკერს უმიზნებს

„ნაპოლის“ დაცვაში, რომ პრობლემებია ეს ახალი არავისთვის არის. ვალტერ მაცარის კი გაძლიერება სურს.

ავტორიტეტული გამოცემა Theathletic იუწყება, რომ სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი „ასტონ ვილას“ უკანახაზელის ლინდერ დენდონკერის გადაბირებას ცდილობს.

მხარეებს შორის ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს, თუმცა „პარტენოპეის“ ბელგიელი მცველის გადაბირება იჯარის წესით სეზონის ბოლომდე სურს.

ტრანსფერს რეალურს ის ხდის, რომ დენდონკერი მიმდინარე სეზონში ბირმინგემული კლუბის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა და მას მეტი სათამაშო დრო სურს.

ცნობისთვის, დენდონკერი „ასტონ ვილას“ 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ვულვზიდან“ შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ბაიერნი ტრიპიერისთვის იბრძვის
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ბაიერნი ტრიპიერისთვის იბრძვის