ნოვაკ ჯოკოვიჩი, ნიკ კირიოსი
Aa
Aa

ჯოკოვიჩის გამარჯვება და ნახევარფინალი ავსტრალიაში | ნოლეს გენიალური რჩევა ნიკ კირიოსს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში „ნოლეს“ მეტოქე ტეილორ ფრიცი იყო და სერბმა ჩოგბურთელმა ოთხ სეტში იმარჯვა - 7:6(3), 4:6, 6:2, 6:3.

ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში 48-ედ გავიდა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. ავსტრალიის ღია პირველობაზე, ნოვაკი ნახევარფინალში მეთერთმეტედ იასპარეზებს და მისი მეტოქე ანდრეი რუბლიოვისა და იანიკ სინერის წყვილის გამარჯვებული იქნება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯოკოვიჩს ინტერვიუ ნიკ კირიოსმა ჩამოართვა და ჩოგბურთელებმა საინტერესო მომენტი გვაჩუქეს.

კირიოსი: „ვიცი, რომ მელბურნის ბოტანიკურ ბაღში არის ხე, რომელსაც ეხუტები. შეგიძლია გვანახო კიდევ რას აკეთებ? მინდა, გამოვჯანმრთელდე და ყელში ამომივიდა, რომ ამ კორტზე ყოველთვის შენ იმარჯვებ. მინდა, დავბრუნდე და ერთხელ მაინც მოგიგო. სადაა ეს ხე და რას აკეთებ?“

ჯოკოვიჩი: „გაჩვენებ. ოღონდ არავის უთხრა, ეს საიდუმლოა. მოკლედ, ფეხსაცმელი უნდა გაიხადო, ამ ხის უმაღლეს წერტილზე აცოცდე და ერთ-ერთ ტოტზე თავდაყირა დაეკიდო. 33 წუთისა და 3 წამის განმავლობაში დაკიდებული უნდა იყო და დიდ სლემსაც მოიგებ“.

ცნობისთვის, მეორე ნახერფინალური წყვილის ვინაობა ხვალ გაირკვევა. თბილისის დროით, დილის 06:30-ზე, ჰუბერტ ჰურკაჩი დანილ მედვედევს დაუპირისპირდება, 13:45-ზე კი, კარლოს ალკარასი ალექსანდრ ზვერევს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შელაპარაკება ნაცნობ მეტოქესთან და ორმაგი ტექნიკური | ბითაძის 8 წუთი კლივლენდთან
შელაპარაკება ნაცნობ მეტოქესთან და ორმაგი ტექნიკური | ბითაძის 8 წუთი კლივლენდთან