შონ სტრიკლენდი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

UFC: 5-რაუნდიანი საჩემპიონო ბრძოლა - დუ პლესიმ სტრიკლენდი დაამარცხა

კანადაში, კერძოდ კი ტორონტოში UFC 297-ის საღამო შედგა, სადაც მთავარი ბრძოლა საშუალო წონაში ტიტულისთვის ერთმანეთს შონ სტრიკლენდი (28:5) და დრიკუს დუ პლესი (20:2) დაუპირისპირდნენ.

წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს - დუ პლესმა სტრიკლენდი 5 რაუნდის შემდეგ არბიტრების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

რაც შეეხება ბრძოლას, სტრიკლენდმა მეტოქეს პირველ ორ რაუნდში რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა და პლესის ეს სახეზეც დაეტყო, თუმცა შონმა იმ უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო, რომელსაც ვარაუდობდა. მეტოქემ მას ნელ-ნელა უპირატესობა ჩამოართვა.

ბრძოლა მეტ-ნაკლებად თანაბრად მიმდინარეობდა. მე-4 რაუნდის სტარტზე პლესი გააქტიურდა და სტრიკლენდს მძიმე დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც ჩემპიონის სახე სისხლით შეიღება. პლესისს პარტერში გადაყვანის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა უშედეგოდ. ეს რაუნდი ცალსახად პლესისის იყო.

მე-5 რაუნდში სტრიკლენდმა უპირატესობა დაიბრუნა, თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილება არბიტრებმა მიიღეს, რომლის მიხედვითაც დუ პლესი გამარჯვებულად გამოცხადდა - (48-47, 47-48, 48-47).

ამრიგად, საშუალო წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს - ისტორიაში პირველი სამხრეთ აფრიკელი, რომელიც UFC-ში 2020 წლიდან არის და მას ექვსივე ბრძოლა მოგებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის სტრიკლენდმა ჩემპიონობა თავის წინა ბრძოლაში (კარიერაში პირველად) ისრაელ ადესანიას დამარცხებით მოიპოვა. შონმა მეტოქე ბევრისთვის მოულოდნელად დამაჯერებლად სცემა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევლოევი თოფურიაზე წინ | UFC-ის საუკეთესო მებრძოლები, რომლებსაც წაგება არ აქვთ
ევლოევი თოფურიაზე წინ | UFC-ის საუკეთესო მებრძოლები, რომლებსაც წაგება არ აქვთ