ატლანტა ჰოუქსი, გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის ორმაგი დუბლი - ორლანდო ატლანტასთან ბოლო წამებზე დამარცხდა

NBA-ს მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ატლანტ ჰოუქსს“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში ბოლო წამებზე ორი ქულის სხვაობით, 106:104 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი ორლანდოს სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტი ორმაგი დუბლით დატოვა. ბითაძემ მოედანზე საერთო ჯამში 24 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 2 ბლოკი, 3 პერსონალური ჯარიმა და 1 დაკარგვა იყო. საგულისხმოა, რომ მოხსნების რაოდენობით გოგა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 10 მოხსნიდან 7 მეტოქის ფარზე შეასრულა. რაც შეეხება ქულებს, ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და ერთხელ ჰქონდა პერიმეტრიდან 3 ქულის აღების მცდელობა, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ატლანტას ლიდერი, დეჟონტე მარი იყო, რომელმაც 36 წუთში 26 ქულა და 5-5 მოხსნა-ასისტი მოაგროვა, ორლანდოდან კი პაოლო ბანკერო გამოირჩა - 26 ქულა, 4 მოხსნა, 4 ასისტი 38 წუთში.

„ორლანდო მეჯიქისთვის“ ატლანტასთან მარცხი ზედიზედ მესამე იყო. გოგა ბითაძის გუნდი 41 ტურის შემდეგ 22 მოგებითა და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება. ორლანდოს მომდევნო მატჩი 20 იანვარს, საკუთარ მოედანზე ფილადელფიას წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას 29 წუთი და 11 მოხსნა | ორლანდომ მძიმე ბრძოლაში მოიგო
გოგას 29 წუთი და 11 მოხსნა | ორლანდომ მძიმე ბრძოლაში მოიგო