ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

რატომ გაუშვეს მოურინიო | კონფლიქტები და უარი პასუხისმგებლობის აღებაზე

იტალიურ პრესაში დაასახელეს მიზეზები, რომელთა გამოც, „რომამ“ ჟოზე მოურინიოს გათავისუფლება გადაწყვიტა. „ჯალოროსის“ არჩევანზე La Repubblica-მ დაწერა და საკუთარ მკითხველს მისი განმაპირობებელი ფაქტორები გაუზიარა.

La Repubblica-ს მიხედვით, „რომას“ მფლობელები, დენ და რაიან ფრიდკინები გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო და მოურინიოს ქმედებების წინააღმდეგი იყვნენ. მათ არ მოსწონდათ, რომ ჟოზე კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნიდა, წარუმატებლობაში მსაჯებს ადანაშაულებდა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას თითქმის არასდროს იღებდა.

იტალიური გამოცემის ცნობით, ფრიდკინები შეშფოთებული იყვნენ იმის გამოც, რაც ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ მოხდა. წაგებული მატჩის შემდეგ, „მოუმ“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეხვედრის მთავარ არბიტრს, ენტონი ტეილორს დაუყვირა და სამარცხვინო უწოდა. „რომას“ ხელმძღვანელთა აზრით, ეს გადამწყვეტი მომენტი იყო, რომელმაც ჟოზეს იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა.

La Repubblica-ს ცნობით, დეკემბრის შუა რიცხვებში, კლუბის ხელმძღვანელებმა მოურინიოს ულტიმატუმი წაუყენეს და შეატყობინეს, რომ სიტუაცია უნდა გამოესწორებინა. იტალიური გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ მფლობელთან უკმაყოფილება ფეხბურთელმაც გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო დანიელე დე როსიმ ჩაანაცვლა, ვისი დანიშვნაც „რომამ“ ოფიციალურად დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოვსარ ევლოევი: „ვოლკანოვსკი ფავორიტია, თუმცა ილიას მოგება უფრო მაწყობს“
მოვსარ ევლოევი: „ვოლკანოვსკი ფავორიტია, თუმცა ილიას მოგება უფრო მაწყობს“