მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ჰოილუნდმა ვერ გაამართლა - მანჩესტერმა თვალი ზირკზეს დაადგა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერმა ვერ მოაგვარა. აქედან გამომდინარე, „წითელი ეშმაკები“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას გეგმავენ.

გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ინგლისურ გიგანტს ჯოშუა ზირკზეს გადაბირება სურს. რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი ადრეა, მაგრამ პირველი კონტაქტი შედგა.

პლატენბერგი იმასაც წერს, რომ 22 წლის თავდამსხმელს არაერთი კლუბი აკვირდება, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კი მას მიუნხენის „ბაიერნი“ აქცევს, სადაც ის „ბოლონიაში“ გადასვლამდე თამაშობდა, თუმცა „რეკორდმაისტერში“ დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

ცნობისთვის, ნიდერლანდელი თავდამსხმელის კარგი თამაშის წყალობით, მიმდინარე სეზონში „ბოლონია“ ევრო ტურნირების ზონაში იმყოფება. ზირკზე ტიაგო მოტას საყვარელი მოთამაშეა.

ჯოშუას გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა, თუმცა კონტრაქტის მიხედვით ეს ხელმისაწვდომი მიუნხენის „ბაიერნისთვის“ არის. შეგახსენებთ, რომ ზირკზემ „რეკორდმაისტერი“ 2022 წელს დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჰოლანდს უნდა მოეგო და არა მესის“ | ლოთარ მათეუსი The Best-ის დაჯილდოებაზე
„ჰოლანდს უნდა მოეგო და არა მესის“ | ლოთარ მათეუსი The Best-ის დაჯილდოებაზე