საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, ტიტე კალანდაძე, ზურაბ ცინცაძე, ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი, გიორგი დიხამინჯია
Aa
Aa

„გულით ვითამაშეთ, რადგან ქართველები ვართ“ - ხელბურთელების კომენტარები

გერმანიაში მიმდინარე ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდა და 22:19 დაამარცხა, რითაც ევროპირველობაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ხელბურთელებმა ისტორიულ მოგებაზე ისაუბრეს.

ზურაბ ცინცაძე:

პირველად, როდესაც გულშემატკივრებმა შვედეთთან მატჩის შემდეგ ტაში დამიკრეს, გაოცებული ვიყავი და დიდი სურვილი მქონდა კიდევ მეთამაშა. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ამ ყველაფრით. მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს აღება კი კიდევ უფრო სასიამოვნოა. მატჩის ბოლო ეპიზოდზე? გავრბოდი და გოლის შესაძლებლობა დავინახე, მაგრამ ამის ნაცვლად პასი გავაკეთე. ასეთი რამ უკვე მაქვს გაკეთებული საქართველოში, ჩემს კლუბში. პენალტების აღება? მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი. გამარჯვება მინდოდა და ვიცოდი, რომ  ამის გაკეთება შემეძლო, ზედმეტი ფიქრის გარეშე. საერთო ჯამში, დაუჯერებელი გრძნობა მაქვს.

გიორგი დიხამინჯია:

სიტყვების მოძიება მიჭირს. ეს ისტორიაა! ერთი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის მოგება ჩვენი ოცნება იყო, ახლა კი ამით ვიცხოვრებთ. საქართველოში ორი ქულით ვბრუნდებით და ამას ვიზეიმებთ. გულით ვთამაშობთ, რადგან ქართველები ვართ. ასეთი შედეგი ქართული ხელბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უკვე წარმატება იყო კვალიფიკაციის მიღება. ჩემი აზრით, ახლა საქართველოში ბევრმა გაიგო ხელბურთის შესახებ.

ტიტე კალანდაძე (მთავარი მწვრთნელი):

ნამდვილად გასაოცარია აქ ყოფნა და გამარჯვება ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ უსაზღვრო ემოციებს, რასაც განვიცდით. დარბაზში არსებულმა ატმოსფერომ გადამწყვეტი როლი ითამაშა და თამაში დროს მამოძრავებელი ძალის როლი შეასრულა. საქართველოდან გულშემატკივრები შეზღუდული რაოდენობით წამოვიდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, უზომოდ მადლობელი ვართ ევროპის მასშტაბით ხალხის ასეთი ფართო მხარდაჭერის გამო, რომლებიც მთელი ტურნირის განმავლობაში გვგულშემატკივრობდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში 1 მოგებითა და 2 მარცხით მე-3 ადგილი დაიკავა. ტიტე კალანდაძის გუნდი ნიდერლანდებისა და შვედეთის ნაკრებებთან დამარცხდა, ბოსნია & ჰერცეგოვინას ნაკრებთან კი გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები