ოქსანა კალაშნიკოვა
Aa
Aa

ავსტრალიის ღია პირველობა - კალაშნიკოვას მეტოქე ცნობილია

საჩოგბურთო სამყაროში ავსტრალიის ღია პირველობა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცუდი რეიტინგის გამო მონაწილეობას ვერ იღებს.

მელბურნში ერთადერთი ქართველი ოქსანა კალაშნიკოვა იქნება. ის, როგორც ყოველთვის წყვილთა თანრიგში მიიღებს მონაწილეობას. ოქსანას პარტნიორი ბრიტანელი მაია ლუმსდენი იქნება.

ქართულ/ბრიტანული დუეტი პირველ წრეში(17 იანვარს) დარია სავილსას და აილა ტომლიანოვიჩს(ავსტრალია) დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა ავსტრალიის ღია პირველობაზე 2014 წლიდან თამაშობს. საუკეთესო შედეგი კი 2016 და 2023 წლებში დააფიქსირა, როცა მესამე წრეში გავიდა.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, ოქსანა WTA-ს წყვილთა ცოცხალ რეიტინგში 1689 ქულით 49-ე ადგილზეა. კალაშნიკოვამ ავსტრალიის ღია პირველობაზე 211 ქულა უნდა დაიცვას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამშობლოდან ზარის მოლოდინში - ქართული ფეხბურთის უცნობი ტყუპები
სამშობლოდან ზარის მოლოდინში - ქართული ფეხბურთის უცნობი ტყუპები