ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, მადრიდის რეალი, დეკუ სოუზა
Aa
Aa

დეკუ: “ჩავის ჩემი და ლაპორტას ნდობა აქვს“

ესპანეთი სუპერ თასზე მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ 4:1 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკუმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა დეკუმ?

„მადრიდის „რეალს“ უნდა მივულოცოთ, რადგან მათ სანახაობრივი მატჩი ჩაატარეს. ჩვენ ვერ მოვახერხეთ მათი ძლიერი მხარეების ნეიტრალიზება. ვინისიუსმა და როდრიგომ ის გააკეთეს, რაც უნდოდათ.

2:1-ის დროს, ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო, მაგრამ მესამე გოლმა დიდი ზიანი მოგვაყენა. ეს არის ტიტული, რომლის მოგებაც ძალიან გვინდოდა, მაგრამ ვერ ვიბრძოლეთ. მიუხედავად ამისა სხვა ტიტულების მოგებაზე უნდა ვიფიქროთ და მუშაობა გავაგრძელოთ.

ჩავის მომავალი? კითხვას აზრი არ აქვს. ახლა მის მომავალზე საუბრის დრო არ არის. მას პრეზიდენტის და სპორტული დირექტორის ნდობა აქვს. ეს იყო მძიმე მარცხი, რომელიც უნდა დავივიწყოთ. ახლა ვერაფერს შევცვლით. სამწუხაროდ ახლა ტრანსფერების განხორციელების უფლება არ გვაქვს.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახლა ღრუბლებში ვარ“ - ანჩელოტი ბარსელონას დამარცხების შემდეგ
“ახლა ღრუბლებში ვარ“ - ანჩელოტი ბარსელონას დამარცხების შემდეგ