რეალი, ბარსელონა, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

“ახლა ღრუბლებში ვარ“ - ანჩელოტი ბარსელონას დამარცხების შემდეგ

ესპანეთი სუპერ თასზე მადრიდის „რეალმა“ „ბარსელონა“ 4:1 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„მატჩი კარგად დავიწყეთ. ვინისიუსმა დიდებული სამუშაო შეასრულა. ბარსა ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ მეოთხე გოლმა ყველაფერი დაასრულა. ჩვენ ძალიან ძლიერები ვიყავით. ფიზიკურად და მენტალურად სახიფათო გუნდი ვართ. მეტოქეებს ბევრ პრობლემას ვუქმნით.

ამ მომენტით უნდა დავტკბეთ. საოცარი ატმოსფერო იყო, რომელშიც გამორჩეულმა ფეხბურთელებმა ითამაშებს. ახლა ღრუბლებში ვარ და ვიცი, რომ ჩემს გაღვიძებას აპირებთ. ვინისიუსმა ასე უნდა გააგრძელოს. კეპა ლა ლიგაში დაბრუნდება, ხოლო ლუნინი „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ითამაშებს.

შედეგი სამართლიანი იყო. ძალიან ადრე გავლიდერდით და ამან ყველაფერი გააადვილა. კონტრშეტევებზე ვბრწყინავდით, მაგრამ ბურთის ართმევა გვიჭირდა. ეს არ იყო იოლი მატჩი. თავდაჯერებულობის ამაღლება? ეს სეზონის დასაწყისიდან გვაქვს, ძალიან ძლიერი გუნდი მყავს“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შვილს რძეს უყიდი“ | პორტუს ექს-მოთამაშის ისტორია მოურინიოზე
„შვილს რძეს უყიდი“ | პორტუს ექს-მოთამაშის ისტორია მოურინიოზე