რობერტ ლევანდოვსკი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო, ესპანეთის სუპერთასი
Aa
Aa

ვინისიუსის ჰეთთრიკი - რეალმა კლასიკო 4:1 მოიგო და სუპერ თასს დაეუფლა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში ესპანეთის სუპერ თასის ფინალურ მატჩი გაიმართა, რომელშიც გულშემატკივარმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება - „ელ კლასიკო“ იხილა. KSU Stadium-ზე, „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული შეხვედრა თავიდან ბოლომდე მადრიდული გუნდის უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ვინისიუსს, რომელმაც ჰეთთრიკის შესრულება შეძლო და „კლასიკოების“ ისტორიაში საერთო ჯამში 6 გოლი დაუგროვდა.

ვინისიუსმა ანგარიში მე-7 წუთზე, ბელინგემის გადაცემის შემდეგ გახსნა, მე-10 წუთზე კი ამჯერად როდრიგოს გადაცემა გამოიყენა და სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. 33-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ შორეული გასროლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 39-ე წუთზე კი ვინისიუს ჟუნიორმა „ბარსელონას“ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. „რეალმა“ ტაიმი 3:1 მოიგო.

მეორე ნახევარში, 64-ე წუთზე თავი ამჯერად როდრიგომ გამოიჩინა და „ბლაუგრანას“ კარში მე-4 გოლი გაიტანა. მატჩი კი რონალდ არაუხოს წითელი ბარათით დასრულდა. მთავარმა მსაჯმა ურუგვაელი მცველი 71-ე წუთზე, ვინისიუსთან უხეშობის გამო გააძევა.

ცნობისთვის, ეს ტიტული „სამეფო კლუბის“ ისტორიაში მე-13 იყო. სუპერ თასი ყველაზე მეტჯერ მოგებული „ბარსელონას“ აქვს. კატალონიურმა კლუბმა ეს 14-ჯერ შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები