გიორგი მამარდაშვილი, კადისი
Aa
Aa

ვალენსიას დამაჯერებელი გამარჯვება - მამარდას ერთი მოგერიება ჰქონდა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „კადისს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:4 გაიმარჯვა.

გიორგი მამარდაშვილი ტრადიციულად „ღამურების“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა ერთი მოგერიებით დაასრულა. საერთო ჯამში, „კადისის“ ფეხბურთელებმა მამარდას კარისკენ ბურთი ზუსტად ორჯერ გადაგზავნეს, მათ შორის ერთი კი გოლით დასრულდა.

ანგარიში მე-8 წუთზე უგო დურომ გახსნა, რომელმაც დავიდ ლოპესის გადაცემა ზუსტად გამოიყენა.

მასპინძლებმა წონასწორობა 21-ე წუთზე აღადგინეს. სტუმართა საჯარიმოში, „ვალენსიას“ ფეხბურთელის მხრიდან ხელის თამაშის გამო მსაჯმა მამარდაშვილის კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად ალკარასმა შეასრულა, ქართველი მეკარე კი დარტყმიდან საპირისპირო კუთხეში გადახტა.

41-ე წუთზე მამარდაშვილმა რობერტ ნავაროს დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

52-ე წუთზე „ვალენსიამ“ კონტრშეტევა კარგად გამოიყენა და დიეგო ლოპესის გოლით დაწინაურდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რუბენ ბარახას გუნდმა ორი გოლის გატანა შეძლო. ანგარიში 1:3 ხავი გუერამ გახადა, ზუსტად ორ წუთში კი ხესუს ვასკესმა „კადისის“ კარში მე-4 გოლის გატანა შეძლო.

20 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულა დაუგროვდა და 29 ქულით მე-8 პოზიციაზე აღზევდა. რუბენ ბარახას გუნდს მომდევნო შეხვედრა 20 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ატლეტიკ ბილბაოსთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - კვარა პირველია
პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები - კვარა პირველია