ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

რეციდივის თავიდან არიდება სურთ - ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო

საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიური „ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მოედანს დაგეგმილზე გვიან დაუბრუნდება.

Valenciaplaza-ს ცნობით, ქოჩორაშვილის დაბრუნება თებერვლისთვის გადაიდო. ამის მიზეზი ტრავმის რეციდივის ალბათობაა, რომლის გამორიცხვაც ფეხბურთელისა და კლუბის ინტერესებშია. როცა აღდგენა სრულად მოხდება, გიორგის მოედანზე სწორედ ამის შემდეგ ვიხილავთ.

ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ ქოჩორაშვილს თამაში ახლაც შეუძლია, მომდევნო ტურში „ალბასეტეს“ წინააღმდეგ, თუმცა გარისკვას არ აპირებენ.

„ქოჩორაშვილი 22-ე ტურში ალბასეტესთან არ ითამაშებს. მისი დაბრუნების მოლოდინი იყო, თუმცა თებერვლამდე გადაიდო. ქართველმა ჯერ ბარძაყის ტრავმა სრულად ვერ მოირჩინა, მის სრულ გამოჯანმრთელებასაც მეტი დრო დასჭირდება.

ქართველი მოედანს სავარაუდოდ თებერვალში დაუბრუნდება. მას უფრო ადრეც უნდა ეთამაშა, თუმცა ტრავმის რეციდივი რისკებს ზრდის და მისი დაბრუნებაც ამიტომ გადაიდო“.

- წერს ესპანური გამოცემა valenciaplaza.

გიორგი ქოჩორაშვილი მოედანს დაახლოებით 2 კვირაში დაუბრუნდება. მისი მთავარი მიზანია მარტის სანაკრებო მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიქაუტაძე სახლში დაბრუნდა“ | რა თქვა მეცის თავკაცმა ქართველ ფეხბურთელზე
„მიქაუტაძე სახლში დაბრუნდა“ | რა თქვა მეცის თავკაცმა ქართველ ფეხბურთელზე