დიანა დეივისი, გლებ სმოლკინი
Aa
Aa

კვალიფიკაცია გავლილია | ქართულ წყვილს მედლის აღების შანსი აქვს

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში, ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, ყინულზე სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე წყვილები გავიდნენ და საქართველოს სახელით, რიტმული ცეკვა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა შეასრულეს.

ქართულმა დუეტმა კვალიფიკაცია გაიარა, საუკეთესო ოცეულში მოხვდა და მედლების მოპოვების შანსი აქვს. დევისმა და სმოლკინმა მე-7 ადგილი დაიკავეს და 76.33 ქულა მიიღეს (43.08 ტექნიკურ ელემენტებში, 33.25 პრეზენტაციაში). სპორტულ ცეკვებში ევროპის ჩემპიონის ვინაობა ხვალ გაირკვევა და წყვილები თავისუფალ პროგრამას 20:30 საათიდან შეასრულებენ.

ცნობისთვის, პირველი პროგრამის შემდეგ, ლიდერები მარკო ფაბრი და შარლინ გინარი არიან (86.80 ქულა), მეორე პოზიციას ლუის გიბსონი და ლილა ფიარი (85.20) იკავებენ, ხოლო მესამე ადგილზე ალისონ რიდი და საულიუს ამბრულევიჩიუსი (80.73) არიან.

შეგახსენებთ, რომ დიანა დევისი ეთერ თუთბერიძის ქალიშვილია. თუთბერიძეს სპორტული სამყარო კარგად იცნობს, ის ფიგურულ ციგურაობაში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელია. დიანა დევისის სპორტული პარტნიორი გლებ სმოლკინი მისივე მეუღლეა. მათ 2022 წელს, ბეიჯინგში გამართულ ოლიმპიადაზე რუსეთის სახელით იასპარეზეს და მე-14 ადგილი დაიკავეს, საქართველოს სახელით ასპარეზობა 2023 წლის კი ივნისში გადაწყვიტეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არ მაინტერესებს, მინდორს მიღმა რა ხდება - მაცარი ჯუღელი-ოსიმენის დაპირისპირებაზე
არ მაინტერესებს, მინდორს მიღმა რა ხდება - მაცარი ჯუღელი-ოსიმენის დაპირისპირებაზე