ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ იქნება

საჩოგბურთო სამყაროში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი დაიწყება. ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილი არ იქნება.

ამის მიზეზი მისი რეიტინგია. ქართველი ჩოგბურთელი ATP რეიტინგში 596-ე ადგილს იკავებს და ამის გამო ვერც ძირითად ბადეში მოხვდა და საკვალიფიკაციო ეტაპზეც ვერ იასპარეზებს.

ცნობისთვის, დიდი სლემის ტურნირებზე ძირითად ბადეში ATP რეიტინგის პირველი 100 ჩოგბურთელი ხვდება. ამას დამატებული 28 მოთამაშე საკვალიფიკაციო ეტაპიდან.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო. ნიკოლოზმა ლუქსემბურგში გამართულ ITF-ის ტურნირზე პირველ წრეში მოლერი ორ სეტში 6:4 7:5 დაამარცხა, შემდეგ წრეში კი ფორეიტეკთან თამაშის დროს ტრავმა მიიღო და მატჩი დროზე ადრე შეწყვიტა.

ავსტრალიის ღია პირველობა მიმდინარე წლის 14 იანვარს დაიწყება. ასევე შეგახსენებთ, ტრავმის გამო ვერც რაფაელ ნადალი მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაბერდი, დროა კარიერა დაასრულო“ | თოფურიამ ვოლკანოვსკის უპასუხა
„დაბერდი, დროა კარიერა დაასრულო“ | თოფურიამ ვოლკანოვსკის უპასუხა