გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

გამარჯვება 95-ე წუთზე - უოტფორდმა თასიდან მე-5 ლიგის გუნდი გამოთიშა

ინგლისის ასოციაციის თასის 1/32-ფინალში „უოტფორდმა'' შინ „ჩესტერფილდი'' 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მასპინძლები რანგით მეხუთე ლიგის გუნდთან 0:1 მარცხდებოდნენ, სტუმრებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს. „უოტფორდმა'' თამაში მატჩის მიწურულს შემოატრიალა, 76-ე წუთზე რაიოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა, მე-5 დამატებულ წუთზე ნიგერიელმა ტომ დელე-ბაშირუმ გამარჯვების გოლი შეაგდო.

ვალერიენ ისმაელმა გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ სასტარტოში ათამაშა, 70-ე წუთზე შეცვალა, როცა „უოტფორდი'' 0:1-ს აგებდა. ობიექტურად, გიორგის კარგად არ უთამაშია, შეტევების გამწვავება უჭირდა და არც მისთვის დამახასიათებელი გამამწვავებელი პასებით გამოირჩეოდა.

ჩაკვეტაძე ჩესტერფილდის წინააღმდეგ

 

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის'' სასტარტოში ამ სეზონში ზედიზედ მესამედ მოხვდა, ჩემპიონშიფში „სტოკ სიტისთან'' და „პლიმუტთან'' სასტარტო 11-ეულში იყო, რასაც დღევანდელი სათასო მატჩი მოჰყვა. ზოგადად, ვალერიენ ისმაელის მხრიდან ჩაკვეტაძისადმი ნდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გაზრდილ სათამაშო დროში კარგადაა ასახული. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ დღევანდელ მატჩში სტანდარტულებს (ჯარიმა, კუთხური) თითქმის სულ ქართველი ფეხბურთელი ასრულებდა.

დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე შესაძლოა შემდეგ მატჩში ჩაკვეტაძე სასტარტოს მიღმა აღმოჩნდეს, რადგან კრეატიულ ნახევარმცველს მისი საუკეთესო თვისებები არ გამოუვლენია.

„უოტფორდი'' შემდეგ მატჩს ჩემპიონშიფის 27-ე ტურში ქპრ-სთან სტუმრად ჩაატარებს (14 იანვარი, 16:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები