კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ბაილი
Aa
Aa

ბაილი: “რონალდუს თავი მნიშვნელოვნად უნდა ეგრძნო“

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ერიკ ტენ ჰაგის გამო წავიდა. ნიდერლანდელი სპეციალისტი თვლიდა, რომ პორტუგალიელი გუნდს ხელს უშლიდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ერიკ ბაილიმ ისაუბრა, რომელსაც რონალდუსთან ერთად მოუწია თამაში.

რა თქვა ბაილიმ?

„კრიშტიანუ რონალდუ ისე დაბრუნდა, როგორც ლეგენდა. ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმატებაში დიდი როლი შეიტანა. ის თავისი თამაშით იმსახურებდა, რომ თავი მნიშვნელოვნად ეგრძნო. ეს ასე უნდა ყოფილიყო. სირცხვილია ის, თუ როგორ გაუშვეს გუნდიდან.“

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ, რონალდუ „ალ ნასრის“ შეუერთდა. ვეტერანი თავდამსხმელი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ 2023 წელს ყველაზე მეტი 54 გოლი გაიტანა და წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რაც შეეხება ერიკ ტენ ჰაგის გუნდს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, ხოლო პრემიერ ლიგაში 31 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებზე: „მოლაპარაკებები ნამდვილად იყო, მაგრამ...“
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებზე: „მოლაპარაკებები ნამდვილად იყო, მაგრამ...“