მანჩესტერ იუნაიტედი, ნოტინგემ ფორესტი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედმა 2023 წელი ნოტინგემთან მარცხით დაასრულა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2023 წელი მარცხით დაასრულა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა სტუმრად „ნოტინგემ ფორესტთან“ 2:1 წააგო.

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში, მასპინძლები გააქტიურდნენ და 64-ე წუთზე დაწინაურდნენ. თავი დომინგესმა გამოიჩინა.

რა თქმა უნდა, „იუნაიტედი“ მარცხს არ ეგუებოდა და შეტევაში გააქტიურდა. 78-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა გაისროლა და წონასწორობა აღადგინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

82-ე წუთზე გიბს-უაითმა „მანჩესტერის“ კარში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, „წითელ ეშმაკებს“ სატურნირო ცხრილში 31 ქულა აქვთ და მე-7 ადგილზე იმყოფებიან, თუმცა „ბრაიტონს“ და „ნიუკასლს“ 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ამ გუნდების გამარჯვების შემთხვევაში, „იუნაიტედი“ მე-9 ადგილზე აღმოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი: რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის ხვიჩაზე უარს?
ჯუღელი: რომელი დეგენერატი პრეზიდენტი იტყვის ხვიჩაზე უარს?