ლივერპული, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

პეპი: “ლივერპული უკეთესია, ლიდერობა დაიმსახურა“

მიმდინარე სეზონში, „მანჩესტერ სიტი“ პრემიერ ლიგაში ისეთი დამაჯერებელი აღარ არის, როგორც ეს გასულ სეზონებში იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი საკვანძო ფეხბურთელების ტრავმიანობაა. „ლივერპული“ კი პირიქით, წინა სეზონისგან განსხვავებით ახლა ბრწყინავს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„სამწუხაროდ ახლა პრემიერ ლიგის ლიდერები არ ვართ. „ლივერპული“ უკეთესია და პირველ ადგილზე დამსახურებულად არის. მიუხედავად ამისა, გვქონდა პერიოდი, როდესაც ბევრი ტრავმირებულები ფეხბურთელი გვყავდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ტიტული მაინც მოვიგეთ.

ვიტყოდით, რომ ახლაც შეგვიძლია და მაღალი დონე შენარჩუნებული გვაქვს. ახლა ყველას დასვენება გვჭირდება. იანვარი ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე ნოემბერი და დეკემბერი. კარგად მოვემზადებით და უფრო ძლიერები დავბრუნდებით.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში „მანჩესტერ სიტის“ 40 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. ლიდერი კი 42 ქულით „ლივერპულია“.

ასევე გეტყვით, რომ პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში „ქალაქელებმა“ საკუთარ კედლებში „შეფილდი“ 2:0 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: “დე ლაურენტისი გარსიას გაშვებას ნანობს“
Il Mattino: “დე ლაურენტისი გარსიას გაშვებას ნანობს“