კილიან მბაპე
Aa
Aa

რეალი მბაპეს იგივე პირობებს სთავაზობს, რასაც 2022 წელს - მოლაპარაკებები იწყება

მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება და შესაძლოა ეს ბოლო მცდელობა იყოს.

ესპანური Marca-ს ცნობით, მადრიდელთა შეთავაზებული პირობები ანალოგიური იქნება, როგორიც წინა წელს იყო - წლიური ანაზღაურება 26 მილიონი ევრო. კონტრაქტზე ხელმოწერის ბონუსი კი 130 მილიონი ევრო იქნება.

წყარო აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები იანვრიდან დაიწყება. „რეალს“ სურს, რომ ფეხბურთელისგან თანხმობა ახლავე მიიღოს, რათა ზაფხულისთვის ყველაფერი მზად ჰქონდეთ. თუ, მბაპე ამას არ გააკეთებს, „სამეფო კლუბი“ არ გარისკავს და მას აღარ დაელოდება. ივნისიდან „ბლანკოსი“ სატრანსფერო გეგმებს სხვა მოთამაშეზე ააგებს და კილიანის შეძენაზე უარს საბოლოოდ იტყვის.

თავის მხრივ, ფრანგული L’Equpe-ი აღნიშნავს, რომ მბაპე პარიზში ბედნიერია და ის გუნდთან ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2024 წლის ტოპ 5 მოვლენა, რომლებსაც ყველაზე დიდი ინტერესით ველოდებით
2024 წლის ტოპ 5 მოვლენა, რომლებსაც ყველაზე დიდი ინტერესით ველოდებით