გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

NBA: ბითაძის მორიგი მაგარი თამაში და ორლანდოს გამარჯვება

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ნიუ იორკ ნიქსი“ საკუთარ კედლებში 117:108 დაამარცხა.

გოგამ შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და ჯამში 30:26 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. ბითაძემ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 8-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტი +16 ჰქონდა.

გადამწყვეტი მეოთხედი მეორე იყო, რომელიც „ორლანდომ“ 29:15 მოიგო და სოლიდური უპირატესობაც მიიღო.

ბითაძის გუნდიდან საუკეთესო 32 ქულით ფრანც ვაგნერი იყო. 29 ქულა ჰქონდა პაოლო ბანკეროს.

ამჟამად „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 19 მოგებითა და 12 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება.

ბითაძის ყველა გამორჩეული მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2024 წლის ტოპ 5 მოვლენა, რომლებსაც ყველაზე დიდი ინტერესით ველოდებით
2024 წლის ტოპ 5 მოვლენა, რომლებსაც ყველაზე დიდი ინტერესით ველოდებით