კილიან მბაპე, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

რეალი მბაპეს გადაბირებას კიდევ ერთხელ ეცდება | კილიანს პერესთან კონტაქტი აქვს

მადრიდის „რეალი“ „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავს, კილიან მბაპეს არ ეშვება. „სამეფო კლუბთან“ დაახლოებული ჟურნალისტის, მარიო კორტეხანას ინფორმაციით, „ბლანკოსი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მბაპეს გადაბირებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

The Athletic-ის მიხედვით, იანვარში, მხარეებს შორის კონტაქტი შედგება და მბაპეს პასუხის გასაცემად დრო იანვრის შუა რიცხვებამდე ექნება. კილიანს „რეალის“ პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან რეგულარული კავშირი აქვს და „ბლანკოსის“ პირველი პირი მისი გაფორმების მომხრეა.

„პარი სენ-ჟერმენი“ მთავარი სუპერვარსკვლავის სეზონის შუა ნაწილში გაშვებას არ აპირებს და ზამთარში წინადადებებს არ განიხილავენ. სამაგიეროდ, არის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, იანვარში „რეალსა“ და მბაპეს შორის შეთანხმება შედგება, ოფიციალური საკითხები კი ზაფხულში მოგვარდება.

ცნობისთვის, კილიანს „პარი სენ ჟერმენთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. 24 წლის შემტევის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ კილიანს სურვილი ექნება, „პარი სენ ჟერმენთან“ ხელშეკრულებას ავტომატურად 1 წლით გაახანგრძლივებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას ადგილას ამას არ გავაკეთებდი“ | ნაპოლის ექს-მცველი ჟოზესა და ხვიჩას ინციდენტზე
„კვარას ადგილას ამას არ გავაკეთებდი“ | ნაპოლის ექს-მცველი ჟოზესა და ხვიჩას ინციდენტზე