მილანი, სტეფანო პიოლი, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

კაპელო: “პიოლის გაშვებას აზრი არ აქვს, მილანმა ნახევარდაცვა უნდა გააძლიეროს“

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში „მილანი“ არადამაჯერებლად გამოიყურება. „როსონერის“ არაერთი ადამიანი აკრიტიკებს და სტეფანო პიოლის გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება ფაბიო კაპელომ დააფიქსირა, რომელმაც სტეფანო პიოლი დაიცვა.

რა თქვა კაპელომ?

„ახლა მწვრთნელის შეცვლას აზრი არ აქვს, თუმცა პიოლიმ გამოსავალი უნდა მოძებნოს. ასე გაგრძელება უბრალოდ არ შეიძლება. მთავარი პრობლემა ნახევარდაცვიდან მოდის. 2 წლის წინ, პიოლის განკარგულებაში ჩალჰანოღლუ, კესი, ტონალი და ბენასერი იყვნენ. „მილანი“ გოლს ძირითადად კონტრშეტევაზე უშვებს. მის ადგილზე, რომ ვიყო ამ კომპონენტზე ვიმუშავებდი.

ასევე შესაძლებელია დაცვის ხაზში ახალი ტაქტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ფაქტორიც, რომელიც ასეთ დროს ფუნდამენტური გახლავთ. ვიმეორებ, ნახევარდაცვა ძალიან შეცვლილია. იმედი მაქვს, ბენასერი იმ ფორმით დაბრუნდება, როგორ ფორმაშიც ტრავმის მიღებამდე იყო.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა და ასპარეზობას ევროპის ლიგაზე აგრძელებს. რაც შეეხება სერია ა-ს, „როსონერი“ 33 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ 11 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა ხელით ჭამდა, რასაც ვერ შევეგუე“ | ხამესი კატარში გატარებულ პერიოდზე
„ყველა ხელით ჭამდა, რასაც ვერ შევეგუე“ | ხამესი კატარში გატარებულ პერიოდზე