იურგენ კლოპი
Aa
Aa

ლივერპულის ვიდეო უნდა ნახოთ | 12 წლის ბიჭუნას ოცნება აუსრულეს

„ლივერპულის“ თავკაცმა, იურგენ კლოპმა და მერსისაიდელთა ფეხბურთელებმა 12 წლის გულშემატკივარს ოცნება აუხდინეს. დაირ გორმანი უიშვიათესი დაავადებით, კრომელინის სინდრომით დაიბადა, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ებრძვის. დაირს ხელები სრულად არ განუვითარდა და ბარძაყის ძვლის გარეშე დაიბადა, რის გამოც სავარძელ-ეტლს იყენებს.

სექტემბერში, მისი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ You’ll Never Walk Alone-ის მოსმენისას ემოციებს ვერ იკავებს და ტირის. დაირის ვიდეო მილიონობით ადამიანმა ნახა და „ლივერპულის“ ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მერსისაიდელებმა გადაწყვიტეს, 12 წლის ბიჭუნასთვის საჩუქარი გაეკეთებინათ და კლოპმა ის და მისი ოჯახი შობის დღეს საწვრთნელ ბაზაზე მიიწვია.

გერმანელმა სპეციალისტმა დაირს საწვრთნელი ბაზა დაათვალიერებინა და 12 წლის ბიჭუნას ლუის დიასი, დარვინ ნუნიესი და მოჰამედ სალაჰიც შეხვდნენ.

„ვერ წარმოიდგენ, ჩვენი შეხვედრით რამხელა სიამოვნება მივიღე. ლივერპულისთვის საკუთარი გულშემატკივრები უმნიშვნელოვანესია და შენ ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ქომაგი ხარ. ტირილამდე ძალიან ცოტა მიკლია... წარმოიდგინე, რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება ემოციების გარეშე. დაირ, განსაკუთრებული ბიჭი ხარ და დიდი მადლობა“, - უთხრა კლოპმა 12 წლის ქომაგს.

„ლივერპულის მადლიერი ვარ და ვერ ვიჯერებ, რომ აქ დავბრუნდი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ... მაგიური რამდენიმე საათი იყო“, - აღნიშნა დაირმა. ვიდეოს ბოლოს კი ვხედავთ ასეთ წარწერას: „დაირ, შენ არასდროს ივლი მარტო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის საუკეთესო ლეგიონერები | რომელ ადგილებზე არიან გოჩოლეიშვილი და აზაროვი
წლის საუკეთესო ლეგიონერები | რომელ ადგილებზე არიან გოჩოლეიშვილი და აზაროვი