კრიშტიანუ რონალდუ, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

იანისმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა - „რონალდუ ნომერ პირველია“

„მილუოკი ბაქსის“ სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკოუნმპომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. „გრიკ ფრიკმა“ კრიშტიანუ რონალდუ გამოარჩია და განაცხადა, რომ შთამბეჭდავია ის, რასაც იგი ამ ასაკში აკეთებს.

„რომელ პორტუგალიელ ფეხბურთელს ავიყვანდი გუნდში? პორტუგალიას დაუჯერებელი მოთამაშეები ჰყოლია და ლუიშ ფიგუ, ნანი და დეკუ ბავშვობაში ჩემი ფავორიტები იყვნენ. თუმცა, კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთი და განუმეორებელია.

რონალდუ უაღრესად მოტივირებული და კონკურენტუნარიანი ადამიანია. 37-38 წლის ასაკში ასეთ დონეზე თამაში, შთამბეჭდავი მიღწევაა და გამომდინარე აქედან, ყველა დროის საუკეთესოდ სწორედ რონალდუს დავასახელებ“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი „ალ-ნასრის“ რიგებში ასპარეზობს და მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 23 შეხვედრაში აქვს მიღებული. საუდის არაბეთის ჩემპიონატში, მან 16 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩში ითამაშა და 3 ბურთი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კვარა მოჩვენებაა, ანგისა ნაზი გოგონა“ - მწვავე კრიტიკა ჟურნალისტისგან
“კვარა მოჩვენებაა, ანგისა ნაზი გოგონა“ - მწვავე კრიტიკა ჟურნალისტისგან