უილი ბოლი, რობ ჯონსი
Aa
Aa

„ჩვენს თამაშებზე აღარ ამსაჯოთ“| ნოტინგემის წერილი პრემიერ ლიგას

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში, „ნოტინგემ ფორესტი“ საკუთარ კედლებში „ბორნმუთს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა და „ალუბლებმა“ 3:2 იმარჯვეს, თუმცა, მატჩს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.

23-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა, რობ ჯონსმა „ნოტინგემ ფორესტის“ ფეხბურთელს, უილი ბოლის საკამათო მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. მატჩის შემდეგ, ინგლისურმა კლუბმა ჰოვარდ უებს, რომელიც PGMOL-ის (ორგანიზაცია, რომელიც პრემიერ ლიგის მატჩებზე მსაჯებს ნიშნავს) ხელმძღვანელია, წერილით მიმართა და მოითხოვა, ჯონსი მათ შეხვედრებზე აღარ დანიშნონ.

საინტერესოა, რომ Telegraph-ის მიხედვით, უებმა „ნოტინგემის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ნუნუ ეშპირიტუ სანტუს განუცხადა, რომ ჯონსმა შეცდომა დაუშვა, თუმცა „ფორესტისთვის“ ეს საკმარისი არაა. მათ სურთ, ჯონსი დასაჯონ და მის წინააღმდეგ ზომები გატარდეს.

ცნობისთვის, „ნოტინგემს“ 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციას იკავებს. „ფორესტი“ მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს გამართავს და სტუმრად „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კვარა მოჩვენებაა, ანგისა ნაზი გოგონა“ - მწვავე კრიტიკა ჟურნალისტისგან
“კვარა მოჩვენებაა, ანგისა ნაზი გოგონა“ - მწვავე კრიტიკა ჟურნალისტისგან