ნაპოლი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

მსაჯებსა და ჟოზეს კომენტარზე არ ვსაუბრობ - მაცარი ჟურნალისტის კითხვამ გააბრაზა

სერია ა-ს მე-17 ტურში „რომამ’’ „სტადიო ოლიმპიკოზე’’ „ნაპოლის’’ 2:0 მოუგო. ანგარიში 76-ე წუთზე ლორენცო პელეგრინიმ გახსნა, მეორე გოლი რომელუ ლუკაკუმ მე-6 დამატებულ წუთზე შეაგდო. 66-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მატეო პოლიტანო გააძევა, 86-ე წუთზე - ვიქტორ ოსიმენი. „პარტენოპეიმ'' მატჩი 9 ფეხბურთელით დაასრულა.

მატჩის შემდეგ „ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მედიასთან ისაუბრა:

„ნაპოლისგან’’ წინადადება მივიღე, რადგან მომწონდა როგორც თამაშობდა გასულ სეზონში, 4 მცველით. ზამთრის ტრანსფერების შესახებ მოგვიანებით შეიტყობთ.

დარწმუნებული ვარ, თუ პოლიტანოს არ გააძევებდნენ, მოგება შეგვეძლო. მსაჯებზე არ ვისაუბრებ. „ნაპოლიმ’’ უფრო მეტი გააკეთა, თამაში უკეთ დავიწყეთ. მოდი, ახლა თავი ავწიოთ და შემდეგ მატჩზე ვიფიქროთ’’.

ვალტერ მაცარი Dazn-ის ჟურნალისტის კითხვამ გააბრაზა. კითხვა ასეთი იყო: „მისტერ, მოურინიოს სიტყვებით დავიწყებ, მან თქვა, რომ 10 წუთის შემდეგ იცოდა, რომ მატჩს მოიგებდნენ. თქვენც იგივე აზრი გაქვთ? პოლიტანოს გაძევებამ მატჩის სურათი შეცვალა?''

მაცარის პასუხი: „კითხვები დამისვით. არ ვსაუბრობ სხვების კომენტარებზე. როცა კითხვას მისვამ, პასუხს გცემ. ასევე, არ ვსაუბრობ მსაჯების გადაწყვეტილებებზე''.

17 ტურში „ნაპოლიმ'' 27 ქულა დააგროვა, ამ მომენტისთვის მე-7 ადგილზეა, მე-6 პოზიციაზე მყოფ „რომას'' 1 ქულით ჩამორჩება და მერვეადგილოსან „ატალანტას'' 1 ქულით უსწრებს. მე-18 ტურში „ნაპოლი'' „მონცას'' მიიღებს, შეხვედრა 29 დეკემბერს გაიმართება (21:30).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები