შოთა არველაძე, გალათასარაი
Aa
Aa

„1 ქულის მოპოვება შეგვეძლო“ - არველაძე კარაგიუმრიუკში დებიუტზე

შოთა არველაძემ „კარაგიუმრიუკის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი მატჩი გუშინ, სტუმრად „გალათასარაის“ წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ 52 წლის ქართველმა სპეციალისტმა თურქულ მედიასთან გავლილი მატჩი შეაფასა და მის დებიუტზე ისაუბრა.

რა თქვა არველაძემ:

გალათასარაისთან 1 ქულის მოპოვება შეგვეძლო. ახლა მომავალ მატჩებს გადავხედავთ. ყველასთვის სასიამოვნოა ამ ატმოსფეროს განცდა - როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე ჩემთვის. შეტევაში უკეთესად თამაში შეგვეძლია, თუმცა, ფეხბურთში გოლის გატანა მარტივი არ არის. 2-3 კარგი ეპიზოდი გვქონდა. ერთ-ერთიდან გატანა შეგვეძლო და ვფიქრობ, სერდან დურსუნს რომ არ შეხებოდა, გოლი იქნება.

როდესაც „გალათასარაი“ სახლში თამაშობს, მეტოქეზე მუდამ დიდი ზეწოლა მიდის. ამ გუნდს შეტევაში ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს და მათი შეჩერება ვცადეთ. ვფიქრობ, მეორე ტაიმში თამაში დავატრიალეთ. როგორც ჩვენ, ისე „გალათასარაიმ“ პოზიციები კარგად ავითვისეთ და გახსნილი თამაში იყო. შეხვედრის მიწურულს ქულის მოპოვება შეგვეძლო, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ვერ იღებ იმ შედეგს, რომელიც გსურს. ამ მატჩს დავივიწყებთ და სხვა შეხვედრებზე გავამახვილებთ ყურადღებას. ამ გუნდმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა, კარგი შემადგენლობა ჰყავს და მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ არის. მატჩში დავრჩით, შეტევაში წავედით და ბოლოს გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მეკარემ გადაარჩინა.

ჩემი დაბრუნება? აქედან ქაოსის დროს წავედი და ქაოსში მოვედი. ვფიქრობ, კარგ დროს დავბრუნდი და ვულოცავ ჩემს თავს. ეს ქვეყანა უკეთესს იმსახურებს. ვფიქრობ, საცხოვრებლად და ფეხბურთის სათამაშოდ საკმაოდ ლამაზი ქვეყანაა. სტადიონებზე კარგი ატმოსფეროა და სათამაშოდ დიდი ფეხბურთელები ჩამოდიან. ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგას... ჩამოდის „მანჩესტერ იუნაიტედი“... ხვალ, ან ზეგ შესაძლოა ევროპა ლიგის 1/4 ფინალს ვუმასპინძლოთ.

შეგახსენებთ, რომ 16 ტურის შემდეგ „კარაგიუმრიუკს“ 17 ქულა აქვს და თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზე იმყოფება. შოთა არველაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „გაზიანტეპის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამარჯვება - საქართველომ დაუმარცხებელი პორტუგალია დაამარცხა
ისტორიული გამარჯვება - საქართველომ დაუმარცხებელი პორტუგალია დაამარცხა