ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

კაკაბაძემ გუნდს უკაპიტნა - კრაკოვიამ ლეგია დაამარცხა

პოლონეთის ჩემპიონატში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

კაკაბაძემ მატჩი სასტარტოდან დაიწყო და გუნდის კაპიტანიც გახლდათ. ოთომ შეხვედრა სრულად ჩაატარა. „კრაკოვიამ“ 3-5-2 სქემით ითამაშა და კაკაბაძე ისევე როგორც ნაკრებში, კლუბშიც მარჯვენა „ვინგბექის“ პოზიციაზე თამაშობდა.

მატჩამდე „ლეგია“ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა „კრაკოვიამ“ ბევრისთვის მოულოდნელად დამაჯერებლად ითამაშა და 9-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

25-ე წუთზე ფინელმა ფორვარდმა ბენჟამინ კალმანმა შორეული გასროლით „კრაკოვია“ დააწინაურა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 57-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა ოთარ კაკაბაძის წამოწყებული შეტევა კეროლ კნაპმა გოლად აქცია.

პოლინურ ექსტრაკლასაში 19 ტურის შემდეგ, კაკაბაძის გუნდი 21 ქულით მე-13 პოზიციაზე იმყოფება. ამ ტურის შემდეგ, ჩემპიონატი ზამთრის შესვენებაზე გადის და მატჩები თებერვლიდან განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძის დებიუტი - კარაგიუმრუკი გალათასარაისთან დამარცხდა
არველაძის დებიუტი - კარაგიუმრუკი გალათასარაისთან დამარცხდა