ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

ავთანდილ ასათიანი: მოგება არ გვიხარია, რადგან საგზური წაგვართვეს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაკრებს არასწორად მოექცნენ და საგზური წაართვეს.

„დავამარცხეთ ნაკრები, რომელსაც 5 წელი ოფიციალური თამაში არ წაუგია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს გუნდს ეს მაინც არ უხარია, რადგან საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ხელიდან წაართვეს. ამ გუნდის ასე ჩამოშლა, ეს უბრალოდ, არასამართლიანია.

პორტუგალიასთან გამოჩნდა, თუ რა შეუძლია ამ გუნდს. რა გააკეთეს ბიჭებმა, მათ მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. უბრალოდ, მინდა ბიჭებს მთელი ქვეყნის გასაგონად მადლობა გადავუხადო, რადგან ასეთი დონის მეტოქესთან მოგება ადვილი არ არის. ამას მსოფლიო დონის ნაკრებები ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ერთიანობით და სწორი მუშაობით ყველაფერი შესაძლებელია“,

- განაცხადა საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ფინელების საჩივრის გამო, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა ჩამოართვეს და ჯგუფის მეორეადგილოსანი საბოლოოდ, მესამე ადგილზე დაქვეითდა, მეორე ადგილი კი ფინეთმა მიიღო.

უეფამ საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან და ფინეთთან ორივე მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, რომელიც ავტომატურად 0:5 მარცხს ითვალისწინებს, ამის მიზეზად კი ნატურალიზებულ მოთამაშეთა წესის დარღვევა დაასახელა.

საგულისხმოა, რომ ამავე წესის დარღვევა უეფამ სომხეთის ნაკრების მიმართაც გამოავლინა და ჩვენს მსგავსად, მათაც ფინეთის ნაკრებთან 0:5 მარცხი ჩაუწერა. ამ ყველაფერმა კი ფინეთს მეორე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა და პლეი-ოფს სწორედ ისინი ითამაშებენ. აქამდე მეორე პოზიციაზე საქართველოს ნაკრები იმყოფებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერმა იუვენტუსს აჯობა - მაროტა მამარდაშვილის ტრანსფერს გეგმავს
ინტერმა იუვენტუსს აჯობა - მაროტა მამარდაშვილის ტრანსფერს გეგმავს