ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ხელთ მაქვს მეტი, ვიდრე ქამარი“ - ილია თოფურიას განცხადება

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან მოახლოებულ საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა.

რა დაწერა თოფურიამ:

მადლიერებისა და თავდადების დამაგვირგვინებელი წუთი. UFC-ის ქამრის ტარება, ჩემი შემდეგი გამოწვევის სიმბოლო 17 თებერვალს. ხელთ მაქვს მეტი, ვიდრე ქამარი. ეს არის დაუღალავი შრომის, თავგანწირვისა და ურყევი რწმენის შედეგი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს მიჭერდა მსოფლიო ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე და ვინც იცის, რომ ეს ფოტო რეალობად იქცევა!

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს, ანაჰაიმში გაიმართება. ამავე ღონისძიებაზე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილის იჩხუბებს, რომლის მეტოქეც ჰენრი სეხუდო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას გადაუვლიან“ | პიმბლეტის პროგნოზი თოფურიასა და ვოლკის ჩხუბზე
„ილიას გადაუვლიან“ | პიმბლეტის პროგნოზი თოფურიასა და ვოლკის ჩხუბზე