ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო: ტოპ 11-ს არასდროს შევადგენ, პატივი ეცით ჩემს ისტორიას და პატივი ეცით ჩემს ბიჭებს

ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ მას ოცნების გუნდი არასდროს შეუქმნია. „განსაკუთრებული“ ამას არასდროს გააკეთებს, რადგან მისი აზრით, ეს იმ ფეხბურთელების მიმართ უპატივცემულობა იქნება, ვისთანაც უმუშავია.

მოურინიოს ამის თქმა იმიტომ დასჭირდა, რომ Daily Mail-მა გუშინ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ჟოზეს მიერ დასახელებული სიმბოლური თერთმეტეული იყო. თითქოს და მოურინიომ გუნდი ჯონ ობი მიკელის პოდკასტში სტუმრობისას შეადგინა.

პორტუგალიელმა ამ სტატიას ყალბი უწოდა. მოგვიანებით კი ბრიტანულმა ვებ გვერდმა სტატია წაშალა.

„ყალბი ამბები. „JM Dream Team”, „JM ირჩევს საუკეთესო 11 მოთამაშეს”... ეს ყალბი ამბებია.

მე ეს არასდროს გამიკეთებია. ამაზე ყოველთვის უარს ვამბობდი, ეს ჩემთვის შეუძლებელია, ამიტომ არ გამიკეთებია. ეს არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ. ბევრი ტოპ-ფეხბურთელი მყავდა, მაგრამ მთავარია, რა მომცეს მე ამ ფეხბურთელებმა.

ის ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაფერი მომცეს: უნარი, შრომისმოყვარეობა, სისხლი და სული - ისინი ყველა ჩემს საოცნებო გუნდში არიან. თითოეული მათგანი. ამიტომ სიმბოლური გუნდების შექმნაზე უარს ვამბობ.

მე მიყვარს ჩემი ფეხბურთელები. ჩემს ფეხბურთელებს პატივს ვცემ. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემს ისტორიას და პატივი ეცით ჩემს ბიჭებს“,

- წერს მოურინიო ინსტაგრამზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიმშვიდის ნაკლებობას განიცდის, თავისი თავის მხოლოდ შორეული ნათესავია“
„სიმშვიდის ნაკლებობას განიცდის, თავისი თავის მხოლოდ შორეული ნათესავია“