ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

ევროტურნირები: 5 ქართველი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში

ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩები გაიმართა.

ევროპა ლიგაზე ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ შინ „ჰაკენს“ დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. აზერბაიჯანული კლუბი პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა.

გუგეშაშვილი თადარიგში იყო და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმს“, ლისაბონში „სპორტინგთან“ 0:3 დამარცხდა და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს იმას, რომ ავსტრიელები ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებენ.

კიტეიშვილის სასტარტოში იმყოფებოდა და მოედანზე 74-ე წუთამდე იმყოფებოდა. შემდეგ შეცვალეს.

ევროპა ლიგაზე გიორგი მიქაუტაძის „აიაქსმა" ათენის „აეკს" შინ 3:1 მოუგო, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს. ქართველი ფორვარდი შეხვედრაში 85-ე წუთზე ჩაერთო და ბევრი ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო.

კონფერენს ლიგაზე ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას „სლოვანმა“ შინ „ლუბლიანასთან“ 1:2 მარცხი იწვნია, თუმცა პლეი-ოფში თამაში წინა ტურში ჰქონდათ განაღდებული.

„სლოვანი“ 54-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა. მოედნიდან მეკარე გაუძევეს. ამ დროს კი ანგარიში 1:1 იყო.

კაშიამ და კანკავამ მატჩი სასტარტოდან დაიწყეს და 90 წუთიც ითამაშეს. ჯაბამ მეორე ტაიმში შეხვედრის მიწურულს გუნდი გოლისგან იხსნა, როცა ცარიელი კარიდან ბურთი გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფების წილისყრა ორშაბათს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-ის ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი რეალია
Goal-ის ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი რეალია