ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

დი მარციო: დე ლაურენტისი ოსიმენის წარმომადგენლებს შეხვდა

„ნაპოლიმ“ და ვიქტორ ოსიმენმა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განაახლეს. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლელთა პრეზიდენტი დე ლაურენტისი ზაფხულის შემდეგ, დღეს ფეხბურთელის წარმომადგენელს პირველად შეხვდა. მხარეებმა ნიგერიელ ფეხბურთელთან კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივება განიხილეს.

ჯანლუკა დი მარციოს თქმით, „ნაპოლი“ მზადაა ფეხბურთელის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაზარდოს - ახლა ის წელიწადში 4,5 მილიონ ევროს იღებს.

ახალ ხელშეკრულებაში ასევე შეტანილ იქნება გამოსასყიდი თანხის პუნქტი, რომელიც 130-140 მილიონი ევროს ოდენობით იქნება. კლუბს აქვს სურვილი დააკმაყოფილოს ფეხბურთელისა და მისი აგენტის მოთხოვნები.

მხარეები მალე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ, შესაძლოა, ხვალაც. ოსიმენის მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდეა ძალაში.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა ფორვარდმა 11 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჟირონასთან მარცხის შემდეგ რა დროს დასვენებაა?“ - ჩავის და ლაპორტას უთანხმოება
„ჟირონასთან მარცხის შემდეგ რა დროს დასვენებაა?“ - ჩავის და ლაპორტას უთანხმოება