პეპ გუარდიოლა, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო: წუწუნი არ მიყვარს, მაგრამ სიტიმ ფილიპსზე 80 მილიონი დახარჯა, ახლა კი პეპი მას ყიდის

ჟოზე მოურინიომ „რომას“ ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

რომაული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ახალწვეულთა შესაძლო ტრანსფერების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„მე არ ვარ შურიანი და წუწუნა ადამიანი, მაგრამ მანჩესტერ სიტიმ ფილიპსის ტრანსფერზე 80 მილიონი დახარჯა და ახლა პეპი მას ყიდის და სხვა ფეხბურთელის ყიდვას გეგმავს. ჩვენი რეალობა სხვაა. 3-4 მოთამაშის გაფორმება მინდა, მაგრამ ეს ყველას სურვილია. გუნდის გაძლიერება გვინდა, მაგრამ ამის გაკეთება გვიჭირს. თუ მცველს გავიფორმებთ, ბედნიერი ვიქნები.

მეტი მინდა, მაგრამ ეს შეუძლებელია. მენეჯმენტი მუშაობს იმისთვის, რომ ვარიანტები მომცეს. არის სირთულეები და მე მინდა, რომ ხალხმა ეს გაიგოს. ასევე მომწონს პატიოსნება, როდესაც საქმე მიზნებს ეხება. მთავარია, შინაგანად ვიცოდეთ რა გვინდა. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე ცენტრალური მცველის შეძენაა, რომელიც გუნდს დაეხმარება“,

- განაცხადა მოურინიომ.

„რომა“ ამჟამად სერია A-ში 25 ქულით მე-4 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლაში „ნაპოლის“ მთავარი კონკურენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლი მერვედფინალშია - ხვიჩამ ბრაგასთან შეუცვლელად ითამაშა
ნაპოლი მერვედფინალშია - ხვიჩამ ბრაგასთან შეუცვლელად ითამაშა