ჯორჯო კიელინი
Aa
Aa

“დაუვიწყარი და უნიკალური გზა გავიარე“ - კიელინი ფეხბურთს ემოციურად დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჯორჯო კიელინიმ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. იტალიელი უკანახაზელი ფეხბურთს „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით ემოციური სიტყვებით დაემშვიდობა.

რას წერს კიელინი?

„შენ ყველაზე ლამაზი და ინტენსიური მოგზაურობა იყავი ჩემს ცხოვრებაში. შენ იყავი ჩემი ყველაფერი. შენთან ერთად უნიკალური და დაუვიწყარი გზა გავიარე, მაგრამ ახლა დროა, რომ ახალი თავი გავხსნა და ცხოვრების შემდგომი მნიშვნელოვანი და საინტერესო გვერდი დავწერო.“

შეგახსენებთ, რომ კიელინი დღევანდელ დღემდე MLS-ში, კონკრეტულად კი „ლოს ანჯელესში“ თამაშობდა, სადაც 2022 წელს გადავიდა.

სხვადასხვა დროს, ჯორჯო „ლივორნოში“, „რომაში“, „ფიორენტინაში“ და „იუვენტუსში“ თამაშობდა. კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი კი „ბებერ ქალბატონში“ გაატარა.

კიელინი ასევე იტალიის ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების წევრიც იყო. მან „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში 117 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია რონალდუსთან და მესისთან ერთად - Football Observatory-ს სტატისტიკა
კაშია რონალდუსთან და მესისთან ერთად - Football Observatory-ს სტატისტიკა